შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნების“ სიძლიერე სიმართლეშია - ჩვენი სიმართლე ხანდახან ნელა, მაგრამ საბოლოო ჯამში, თავის თავს გამოაჩენს ხოლმე

„ქართული ოცნების“ სიძლიერე სიმართლეშია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, USAID-ის ცენტრალური და ადგილობრივი ოფისის განსხვავებულმა პოზიციებმა დაადასტურა, რომ დაფინანსება, რომელსაც USAID საქართველოში ხარჯავს, ხშირ შემთხვევაში, არ არის გამჭვირვალე და ამ თანხების ნაწილი, ჩვენს ქვეყანაში, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის გაღვივებას ხმარდება.

„მართლაც ახია იმ დონორებზე, რომლებიც მარტში ამბობდნენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა. აი, მათ ოფისებში მიუკაკუნა იმ პრობლემამ, რომელზეც ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით, რომ საქართველოში დონორული დაფინანსების ნაწილი, სამწუხაროდ, გაუმჭვირვალეა, ის ხმარდება ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ. მათ შორის, ამ ფულის ნაწილი საქართველოში ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის გაღვივებას ხმარდება. ვხედავთ, რომ ნელ-ნელა ეს სიმართლეც გამოდის სიცხადეზე.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა რაშია „ქართული ოცნების“ სიძლიერე. ჩვენი სიძლიერე ყველა ამ მდგომარეობაში არის სიმართლეში. ჩვენი სიმართლე ხანდახან ნელა, მაგრამ საბოლოო ჯამში, თავის თავს გამოაჩენს ხოლმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება