ენტონი ბლინკენმა და საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა ღაზაში შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაცია განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა ღაზაში შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაცია განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანმა თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ღაზაში ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილების, კონფლიქტის შემდგომი გავრცელების პრევენციის, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების აუცილებლობას“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა პრინც ხალიდ ბინ სალმან ალ საუდთან ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის მიღწევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება