ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის მდებარე ტაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით სექტორი კიდევ 100-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
BBC-ის ინფორმაციით, სასაზღვრო პუნქტის გახსნის შემდეგ ეგვიპტეში ღაზიდან 450-ზე მეტი ადამიანი შევიდა. მათ შორის 330 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, 80-ზე მეტი კი დაშავებული ან ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პალესტინელია.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ სულ მცირე 1 400 ისრაელელი დაიღუპა, პალესტინის ოფიციალური წყაროები კი აცხადებენ, რომ მსხვერპლის რიცხვმა ღაზას სექტორში 9 000-ს გადააჭარბა, მათ შორის 3 700 ბავშვია. მათი თქმით, დაშავებულია სულ მცირე 32 000 ადამიანი.