ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული კონკურსი „წიგნიერი 2023“ დაიწყო

2 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოველწლიური ლიტერატურული ესეების კონკურსი „წიგნიერი" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსი ჩატარდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.კონკურსანტებმა თავიანთი ქალაქების ბიბლიოთეკებში დაწერეს ესე თემაზე „თავისუფლება“.

„ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული კონკურსი ,,წიგნიერი" - სკოლის მოსწავლეებისთვის - დაიწყო. წელს კონკურსში თბილისელი, ფოთელი, ბათუმელი და ქუთაისელი მოსწავლეები მონაწილეობენ. წლევანდელი კონკურსი მილან კუნდერას ხსოვნას ეძღვნება. შერჩეულია საკუთრივ კუნდერას, ჰაველის, ორუელის და აკა მორჩილაძის ნაწარმოებები. თემა - #თავისუფლება“, - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

მათივე ცნობით, ჟიურის მიერ გამოვლენილი სამი საუკეთესო ესეს ავტორი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით და საჩუქრებით. ამასთან, აღნიშნავენ,რ ომ კონკურსის მხარდამჭერებია არიან: თიბისი ბანკი, ელექტრონული წიგნები „საბა", ჩეხეთის საელჩო და სხვადასხვა გამომცემლობები.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა