მეუფე ნიკოლოზი - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით სინოდზე საუბარი არ იყო - იმისთვის, რომ ვაღიაროთ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უნდა აღიაროს

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით სინოდზე ცალკე საუბარი არ იყო-იმისთვის, რომ ვაღიაროთ უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია, პირველ რიგში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უნდა აღიაროს, როგორც ავტოკეფალიური, - ამის შესახებ ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, უკრაინას, როგორც ქვეყანას აქვს უფლება, ავტოკეფალიური ეკლესია ჰქონდეს.

"არ ყოფილა ამ საკითხზე ცალკე საუბარი. წაიკითხეთ ტომოსი და ნახავთ, რა წერია იქ. ეს არ არის ავტოკეფალიური ეკლესია. იმისთვის, რომ ვაღიაროთ უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია, პირველ რიგში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უნდა აღიაროს, როგორც ავტოკეფალიური.

ვინაიდან, ამ ტერიტორიაზე მოციქულს უქადაგია, უკრაინას, როგორც ქვეყანას აქვს უფლება, ავტოკეფალიური ეკლესია ჰქონდეს.

მთავარი პრობლემაა ის, რომ პირველი იერარქი, ხელმძღვანელი პატრიარქი არ არის, ტიტული არავის მიუნიჭებია. ეს არის მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი, რომელიც მართავს ეკლესიას და ჩვენი დღევანდელი ინფორმაციით, ეს ეპისკოპოს არ არ არის სწორად დასმული. კანონიკური არა არის. თუ რაიმე შეიცვლება, აღმოვაჩენთ, რომ კანონიკურია ან პირველი იერარქი თუ შეიცვალა, მაშინ, პრობლემა არ იქნება ავტოკეფალიის აღიარებაზე“,- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება