შალვა პაპუაშვილმა გია ნიჟარაძეს რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვერნონ პიუს პრემიით დაჯილდოება მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტს, გია ნიჟარაძეს შეხვდა და მსოფლიო რაგბის მიერ რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზით - ვერნონ პიუს პრემიით დაჯილდოება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით კაჭარავა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე გივი ჭიჭინაძე.

„ასეთი მხარდაჭერა ქართული რაგბის მიმართ, რაც მე დაჯილდოების ცერემონიაზე ვნახე, იშვითად მინახავს.

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, ქართული რაგბის წარსულზე და უამრავი ადამიანის ღვაწლზე. ეს ჯილდო აბსოლუტურად თანაბრად ეკუთვნის ყველა თაობის მორაგბეებს, მწვრთნელებს, ადმინისტრატორებს, ყოფილ პრეზიდენტებს, ფონდ „ქართუს", ჩვენი ქვეყნის მთავრობებს და რა თქმა უნდა, ჩვენს გულშემატკივრებს.

ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული საუბარი ხელს შეუწყობს ქართული რაგბის განვითარებას", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გია ნიჟარაძემ.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, ნებისმიერ წარმატება რომელიც აღინიშნება საერთაშორისო დონეზე არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იმ დიდი წარმატებისკენ, რომელიც ჩვენს ქვეყნას უნდა ჰქონდეს.

„შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით გაიმართა და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს. ვერნონ პიუს პრემია არის ერთ-ერთი ძალიან საპატივცემულო და დიდი ჯილდო როგორც რაგბისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით კაჭარავას განცხადებით, გია ნიჟარაძემ თავისი განვლილი გზით დაამტკიცა, რომ ქართულ რაგბის ძალიან ბევრი რამ შემატა.

„ბატონმა გიამ ნამდვილად დაიმსახურა ის ჯილდო, რომელიც მსოფლიო რაგბმა გადასცა და მინდა ვთქვა, რომ ეს ჯილდო აქვთ ერთეულებს და სწორედ იმ ადამიანებს, ვინც რეალურად მსოფლიოში რაგბის განვითარებაში შეიტანა წვლილი. ეს წარმატება არის როგორც მისი პირადი წარმატება, ასევე ქართული რაგბის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, რაც კიდევ უფრო სასიხარულოა", - აღნიშნა დავით კაჭარავამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას