ირაკლი ქარსელაძე - სამტრედიის ხიდზე ექსპერტიზას აწარმოებს სამხარაულის ბიურო და თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა დრო სჭირდება კომპლექსური შემოწმებისთვის

სამტრედიის ხიდზე ექსპერტიზას აწარმოებს სამხარაულის ბიურო და თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა დრო სჭირდება კომპლექსური შემოწმებისთვის. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, დეპუტატების შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკაშირებით მინისტრმა განმარტა რომ სამტრედია გრიგოლეთის 51 კილომეტრიანი მონაკვეთი შედგება 4 ლოტისგან. აქედან მე-2 და მე-4 ლოტზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია.

,,რაც შეეხება მე-3 ლოტს, შეწყვეტილი ხელშეკრულების მიუხედავად, რომლის ფარგლებშიც ჩვენ წარმატებით ვაწარმოეთ საარბიტრაჟო დავა და მოვიგეთ, გამოცხადდა ახალი ტენდერი, ახალი კონტრაქტორი გამოვლენილია და დღეს მიმდინარეობს იქ სამუშაოები. პირველ მონაკვეთზე ორი შეწყვეტილი ხელშეკრულებაა. პირველ შემთხვევაში, ეს იყო კომპანია “ალტკომი“, მეორე შემთხვევაში - კომპანია “ აკორდი“ “, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა განმარტა, რომ მე-3 ლოტზე ტენდერის შედეგად გამარჯვებული კომპანია აწარმოებს ინტენსიურ სამუშაოებს, რაც შეეხება პირველ ლოტს, სადაც მშენებარე საავტომობილო ხიდზე დაზიანდა ბურჯი, რამაც გამოიწვია ორი მალის ჩამოშლა, მიზეზების დასადგენად, ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსური ექსპერტიზა, რომელსაც, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, ატარებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შემუშავდება შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტა, თუ როგორ უნდა აღდგეს აღნიშნული ხიდი. ამავდროულად, მიმდინარეობს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით. შესწავლის შედეგად, დადგენილი მიზეზების გათვალისწინებით, დაიგეგმება როგორც შემდგომი გადაწყვეტები, ისე პასუხისმგებლობების საკითხი, მათ შორის, დეპარტამენტი ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაგეგმავს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს.

მინისტრის თქმით, ექსპერტიზას აწარმოებს სამხარაულის ბიურო და ის თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რამდენი ხანი სჭირდება კომპლექსური შემოწმებისთვის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის