ირაკლი ქარსელაძე - არცერთი მშენებლობის ხელშეკრულება, არ გაცდენილა იმ ღირებულებას, რომლითაც თავდაპირველად გაფორმდა

სამტრედია-გრიგოლეთის პროექტის ღირებულებასთან დაკავშირებით, ჩვენი ოპონენტები არასწორ ციფრებს შეგნებულად აჟღერებენ. თითქოს პროექტის ღირებულება რამდენჯერმე გაიზარდა. ციფრები, რომლებსაც ასახელებენ არ არის მშენებლობის ღირებულების ციფრები, ეს არის კონკრეტული პერიოდისთვის საპროგნოზო ბიუჯეტის ათვისების სავარაუდო მოცულობები. ეს რიკოთის პროექტსაც ეხება, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტში, მინისტრის საათზე, პროექტების ღირებულებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამტრედია-გრიგოლეთის პროექტი რამდენიმე მონაკვეთადაა დაყოფილი. 237 მილიონი ლარი მხოლოდ ერთი მონაკვეთის ღირებულება იყო.

სწორედ ამ ერთი მონაკვეთის ღირებულებას ოპონენტები უტოლებენ პროექტის ოთხი მონაკვეთის ღირებულებას და ამბობენ, რომ პროექტის ღირებულება გაძვირდა, რაც არასწორია.

„თქვენ ამბობთ 4 მონაკვეთი რატომ არის უფრო ძვირი ვიდრე ერთი მონაკვეთი. პროექტების განხორციელება ერთდროულად არ დაწყებულა. შესაბამისად, 2013 წელს ასახულია მხოლოდ იმ ერთი მონაკვეთის ღირებულება, რომელიც იმ კონკრეტულ წელს დაიწყო. ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ 4 მონაკვეთი უნდა ღირდეს ერთ მონაკვეთზე ძვირი. რიკოთთან მიმართებაშიც ანალოგიური ვითარება გვაქვს. არცერთი მშენებლობის ხელშეკრულება, არ გაცდენილა იმ ღირებულებას, ფინანსურ ვალდებულებებს და პირობებს, რომლითაც გაფორმდა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ 600 მილიონით გაიზარდა პროექტი, არ არის სიმართლე“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო