რომან გოცირიძე ინფრასტრუქტურის მინისტრს - ვერ დაგვარწმუნეთ, რომ 23 მილიარდი, რომელიც დაიხარჯა ბიუჯეტიდან, იყო გამოყენებული ეფექტიანად

ჩვენ ყველაფერი ვიცით და ყველაფერს ვხვდებით, საბოლოო ჯამში ფული არ იხარჯება ეფექტიანად, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი ოპტიმისტების" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმინეს.

„ვერ დაგვარწმუნეთ, რომ 23 მილიარდი, რომელიც დაიხარჯა ბიუჯეტიდან, იყო გამოყენებული ეფექტიანად და ის შედეგი მივიღეთ, რაც შესაძლებელია ყოფილიყო მიღებული ამ უზარმაზარი და სესხით აღებული ფულის გამოყენებისას", - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა და თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ტენდერებზე, რომელიც, მისი თქმით, ეჭვს იწვევს.

„ყველა პროექტი გვაქვს დამუშავებული ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს და საეჭვოდ გამოიყურება ზოგიერთი რამ, მაგალითად ერთ-ერთი ტენდერში 2021 წელს გაიმარჯვა „არალმა" რომელიც ერთ-ერთ მონაკვეთს აშენებს და ამ კომპანიის დირექტორმა და 25%-იანი წილის მმართველმა აგვისტოში 50 ათასი ლარი გადაურიცხა პარტიას, პირადად. კომპანიის სახელით კი, 2017 წელს იმავე პარტიის სასარგებლოდ 40 ათასი ლარი გადარიცხა. ჩვენ ყველაფერი ვიცით და ყველაფერს ვხვდებით. საბოლოო ჯამში ფული არ იხარჯება ეფექტიანად", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება