ილია დარჩიაშვილი - იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს - გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი და იმედით ველოდებით დასკვნას, რომელსაც სულ მალე ყველა ერთად ვიხილავთ

იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს - ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი და იმედით ველოდებით დასკვნას, რომელსაც სულ მალე ყველა ერთად ვიხილავთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბერლინში, ევროკავშირის გაფართოების საკითხზე კონფერენციაში მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან ფაზაშია და ელოდება ევროკომისიის დასკვნას.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ. მომავალი კვირისთვის უკვე ველოდებით ევროკომისიის დასკვნას, რომელიც იქნება ბილეთი დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების”, - განაცხადა მინისტრმა.

დარჩიაშვილის თქმით, ქვეყანას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს ის ძალისხმევა და კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით.

„იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ განხილვების დროს ჩვენი პარტნიორები საუბრობდნენ, რომ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ევროკავშირისგან და რა თქმა უნდა დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი და იმედით ველოდებით დასკვნას, რომელსაც სულ მალე ყველა ერთად ვიხილავთ", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება