ინფრასტრუქტურის მინისტრი - ახალციხის, ვალესა და დაბა წაღვერის 24 -საათიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები  აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქების-ახალციხის, ვალესა და დაბა წაღვერის 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს,-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ქალაქ ახალციხის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 42 მილიონამდე ლარი მოხმარდება.

მინისტრის ინფორმაციით, პროექტების ფარგლებში მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა, რეზერვუარი, საქლორატორო, მაგისტრალური მილი, აშენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალციხის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ქალაქ ახალციხეში ასევე მიმდინარეობს ცალკეული უბნების და მიმდებარე სოფლების (მინაძე, ჭაჭარაქი, ივლიტა, აბის დასახლება) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და აბის დასახლების წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 8,5 მილიონამდე ლარია.

საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ვალეში, უკვე დასრულებულია წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები.

„ქალაქ ვალეში მიმდინარე წყალმომარაგების პროექტი 2024 წელს დასრულდება. ამ კუთხით მოსახლეობაში არსებული პრობლემები იქნება დაძლეული და ადგილობრივები 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, სამუშაოები მიმდინარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერშიც, პროექტი წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ღირებულება 6,5 მილიონამდე ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ დაბა წაღვერის, სოფელ დაბისა და ტიმოთეს უბნის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის