გიორგი ვაშაძე - 23 ინფრასტრუქტურული პროექტიდან სრულფასოვნად მხოლოდ 2 პროექტი შესრულდა, პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ შეუსრულებელია

23 პროექტიდან სრულფასოვნად მხოლოდ 2 პროექტი შესრულდა. პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ შეუსრულებელია. ნებისმიერ სახელმწიფოს ინფრასტრუქტურა სჭირდება იმისთვის, რომ ეკონომიკა განავითაროს. მეტი ინვესტიცია გზებში, რკინიგზაში, აეროპორტში ქმნის მეტ დოვლათს, მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ეკონომიკას. ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. ჩვენ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან. არის ან სისტემური გულგრილობა, ან სისტემური კორუფცია, რადგან ფაქტობრივად, არცერთი პროექტი ბოლომდე არ არის მიყვანილი , - ამის შესახებ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს უსმენენ.

მისი თქმით, სავალუტო ფონდს ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით აქვს ინდექსი, რომლის მიხედვით, საქართველოს სარკინიგზო მომსახურების ხარისხს 100 ქულიდან აქვს 48 ქულა, საავტომობილო გზის ხარისხს - 46, რკინიგზის სიმჭიდროვეს- 46, საზღვაო პორტების მომსახურებას - 45, აეროპორტებს - 40 ქულა, დიდი გემების მიღების შესაძლებლობას - 6 ქულა.

„როდესაც ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მთავარი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა?! როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები?! ეს არის მთავარი პრობლემა. სამწუხაროდ, თბილისი არის საცობების ქალაქი, საქართველო საცობების ქვეყანა და აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაგასაყარზე ერთი დიდი ჩიხი წარმოიშვა. ეს არის სამწუხარო რეალობა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო