ირაკლი ქარსელაძე - 2023 წლის ბოლოსთვის ქალაქ ჯვარში დასრულებული იქნება წყალმომარაგების პროექტი და მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს

2023 წლის ბოლოსთვის ქალაქ ჯვარში დასრულებული იქნება წყალმომარაგების პროექტი და მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს,-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრმა ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების ქსელის მშენებლოს პროექტის შესახებ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში: ქალაქ ჯვარში 48 000 მეტრი წყალმომარაგების გამანაწილებელი მილსადენი და დაახლოებით, 5000 მეტრი თუჯის გადამცემი ხაზი მოეწყო; სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1000 კუბური მეტრის მოცულობის ორ რეზერვუარს; მოეწყო 8 ჭაბურღილი შემკრები რეზერვუარით, სატუმბი სადგურითა და სატრანსფორმატოროთი. დღეის მდგომარეობით, სამშენებლო სამუშაოების ჯამური ფიზიკური პროგრესი 90%-ს შეადგენს.

„ქალაქ ჯვარში წყალი უკვე გაშვებულია. ვაგრძელებთ მოსახლეობის ახალ ქსელზე გადართვით სამუშაოებს. როგორც წინა წლის მინისტრის საათის დროს შეგპირდით, ჯვარი ერთ-ერთი ის მდებარეობაა, სადაც წელს 24 საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგება გვექნება“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს