ინფრასტრუქტურის მინისტრი - რიკოთი უსაფრთხოა, ყველაფერი, რაც მანამდე ჟღერდებოდა, ტყუილია ან მანიპულაცია - თურმე „დავიქეცით“

მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ რიკოთი, აღმოსავლეთ-დასავლეთი უსაფრთხოა. ყველაფერი ის, რაც მანამდე ჟღერდებოდა, ტყუილია, ან მანიპულაცია , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგი ოპოზიციონერის ბრალდება რიკოთთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და უარგუმენტო იყო.

„მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ რიკოთი, აღმოსავლეთ-დასავლეთი უსაფრთხოა. ყველაფერი ის, რაც მანამდე ჟღერდებოდა, ტყუილია, ან მანიპულაცია. ეს ზრუნვის ელემენტი არ იყო. კარგი ფაქტია ის, რომ ზოგი კითხვის ავტორმა ბოლოს თქვა, რომ კითხვა აღარ ჰქონდა. ეს მისასალმებელია. იმ შესაძლო წუხილზე, რომელიც ზოგს ჰქონდა, დღეს დარწმუნდა, რომ სხვანაირია რეალობა. არა ისე, როგორც ზოგი დაუსაბუთებლად და უარგუმენტოდ საუბრობდა“, - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, პროექტის გაჭიანურება სახელმწიფოს მიზანი არ არის.

მისივე თქმით, ოპოზიცია საუბრობდა, რომ „თურმე დავიქეცით, რაც ამ დროს ასე არ არის“.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს