ირაკლი ქარსელაძე - „კორუფცია“ და „გაფლანგვა“ - ეს ზეპირი სიტყვებია! - დღემდე არაფერი წარმოუდგენიათ ან  რა უნდა წარმოადგინონ, რაც ბუნებაში არ არსებობს

„კორუფცია“ „გაფლანგვა“ - ეს ზეპირი სიტყვებია! - დღემდე არაფერი წარმოუდგენიათ, ან, რა უნდა წარმოადგინონ, რაც ბუნებაში არ არსებობს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც საუბრობენ კორუფციასა და ტენდერებზე, კონკრეტული არგუმენტები არ აქვთ.

„კორუფცია“ „გაფლანგვა“ - ეს ზეპირი სიტყვებია! 2018 წლიდან ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საგზაო დეპარტამენტის წიაღში ვარ და დღემდე არაფერი წარმოუდგენიათ. ან, რა უნდა წარმოადგინონ, რაც ბუნებაში არ არსებობს?!

საუბრობენ კორუფციაზე, ტენდერებზე, მაგრამ კონკრეტული არგუმენტი იმის, თუ რომელიმე ტენდერი არის რაღაც ისეთი პირობით, სადაც შეზღუდული აქვს მონაწილეობა პოტენციურ პრეტენდენტებს, არ არსებობს. საუბარია გაფლანგვაზე, გაფლანგვას ეძახიან იმ საკითხებს, რომელზეც არბიტრაჟები გვაქვს მოგებული“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება