კახა კახიშვილი - მადლობა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს და სამინისტროს სრულ შემადგენლობას იმ ურთულესი სამუშაოსთვის, რომელსაც თქვენ ეწევით

მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრს, სამინისტროს სრულ შემადგენლობას იმ ურთულესი სამუშაოსთვის, რომელსაც თქვენ ეწევით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, მეგზევეს, კონტრაქტორ პირებს, დონორებს, მუშებს, რომლებიც ახლაც, ნებისმიერი კლიმატური პირობების მიუხედავად დგანან და მუშაობენ. მადლობა ასევე იმ კვალიფიციური ანგარიშის წარდგენისთვის, რომელიც პარლამენტს და საზოგადოებას გააცანით, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფარგლებში ირაკლი ქარსელაძეს მოუსმინეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ მინისტრს თხოვნით მიმართა და მაღალმთიან რეგიონებში ჩასატარებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილე კომპანიებისთვის გარკვეული შეღავათის დაწესების წინადადება დააყენა.

„მინდა გთხოვოთ კონსულტაციები გავმართოთ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, რომ მაღალმთიან რეგიონებს ტენდერის პირობების დროს გარკვეული შეღავათები დაუწესდეთ. მოგეხსენებათ, მთიან რეგიონებში რამდენად რთული კლიმატური პირობებია და ზოგჯერ თანხების ათვისებაც ვერ ხერხდება. ერთია, რომ არავინ არ მიდის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, და მეორეა, რომ წლის მეორე ნახევარში რთული კლიმატური პირობების გამო იქ სამუშაოები აწარმოოს. ამიტომ, გთხოვთ, რომ იქნებ გამოვნახოთ რამე კონკრეტული გამოსავალი და ან მივაბათ ეს კონკრეტული მაღალმთიანი რეგიონი რომელიმე სხვა ტენდერს, რომ ტენდერში მონაწილე პირი იძულებული გახდეს მთიან რეგიონშიც ავიდეს ან შეღავათი ჰქონდეთ კომპანიებს იმისთვის, რომ უღირდეთ იმუშაონ როგორც ზამთარში ისე ზაფხულში", - განაცხადა კახა კახიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება