ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველომ ამ პერიოდში მოახდინა ინფრასტრუქტურული გარღვევა

საქართველომ ამ პერიოდში მოახდინა ინფრასტრუქტურული გარღვევა და საუბარს ამ ინფრასტრუქტურულ გარღვევაზე დავიწყებ სოფლიდან. სოფელში აღარ რჩება გზა, რომლის მოასფალტებაც არ ხდება. ყველა სოფელში მისასვლელი გზა არის ასფალტირებული და მიმდინარეობს შიდა მნიშვნელოვან გზებზე ასფალტის საფარის დაგება. ამავდროულად, ყველა დასახლებულ სოფელში, ძალიან პატარა და ძალიან მოშორებულ სოფლებზე თუ არ ვისაუბრებთ, გაზიფიცირება უკვე დასრულებულია ან ეს პროექტი ბოლო ეტაპამდეა მისული. აღარაფერს ვიტყვი ელექტროენერგიით მომარაგებაზე, იმიტომ, რომ შეიძლება სადღაც მთაში ერთეული, მარტო დარჩენილი მოსახლის გარშემო არსებობდეს ასეთი პრობლემა, თუმცა ესეც მოსაგვარებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს უსმენდნენ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, ახლა მიმდინარეობს უკვე ის პროექტები, რომლითაც წყალმომარაგება გახდება მუდმივი, ხარისხიანი და შესაბამისი სტანდარტის მქონე. მისივე თქმით, ყველა სოფელში მიმდინარეობს ან ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ან საბავშვო ბაღების რემონტი და კაპიტალური მოწესრიგება.

„რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ 90-იანი წლებიდან რა სამუშაოებიც არ ჩატარებულა, დაახლოებით 25 წლის განმავლობაში, ყველა ამ სამუშაოს ჩატარება ახლა გვიწევს", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება