ირაკლი ქარსელაძე - მომდევნო კვირას ნამდვილად ველოდებით, რომ სტატუსს მივიღებთ

მომდევნო კვირას ნამდვილად ველოდებით, რომ მივიღებთ სტატუსს, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი რიგი მიმართულებებით ძალიან დიდი პროგრესია.

„მომდევნო კვირას ნამდვილად ველოდებით, რომ მივიღებთ ამ სტატუსს, რასაც ჰქვია ჩვენი ევროპული მისწრაფება.

ამისთვის ყველანაირი საფუძველია, გამორჩეულად იმ დარგზე ვიტყოდი, სადაც პირადად ვარ ჩართული. ნამდვილად, ძალიან დიდი პროგრესია მთელი რიგი მიმართულებებით, ისევე როგორც ზოგადად.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ყველა - გზები, ინფრასტრუქტურა, ყველა ინსტიტუციური გაძლიერება და დეცენტრალიზაცია, რეგიონული განვითარება ის წინაპირობებია, რომლითაც არა მხოლოდ სტატუსი, ევროკავშირში წევრობისთვის ვიქნებით მზად“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება