ირაკლი ჩიქოვანი - ყველა ადამიანი, ვინც ვერ ამჩნევს და ვერ აფასებს პროგრესს და   ტემპს, რომელიც ამ მიმართულებით გაგვაჩნია, არის უტიფარი

ყველა ადამიანი, ვინც ვერ ამჩნევს და ვერ აფასებს პროგრესს და პროგრესის ტემპს, რომელიც ამ მიმართულებით გაგვაჩნია, არის უტიფარი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლები პოპულისტური იყო.

"ნორჩი ნაციონალები" სიმართლეს გთხოვდნენ. იმაზე რაც ხდებოდა 2012 წელს, საერთოდ სალაპარაკო არ აქვთ. სიმართლე ის არის, რომ ამ პერიოდზე საუბრისას, მათ უბრალოდ მოკაკულებმა უნდა იარონ. საარჩევნო პერიოდს რომ იხსენებენ, უნდა გაიხსენონ ის პირობები და ის ვითარება, რა პირობებში გვიწევდა „ქართულ ოცნებას" საარჩევნო კამპანიის ჩატარება და საერთოდ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. ინფრასტრუქტურის მიმართულებით კი არა, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით როგორი ყაჩაღობა იყო და სახელმწიფო ბიუჯეტის მახრებად როგორ იყვნენ გადაქცეული "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ლიდერები“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

დეპუტატმა ყურადღება დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში აუცილებლად აშენდება სტადიონი.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, რეგიონებში ინფრასტრუქტურული გამოწვევები არსებობს, თუმცა ამავე დროს შესამჩნევია პროგრესიც.

„მე შორს ვარ იმ აზრისგან და დარწმუნებული ვარ თქვენც, რომ ჩვენ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ყველაფერი გვაქვს მოგვარებული. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, ჩვენ ყველა ნაბიჯი გვაქვს გადადგმული, არა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ დიდი ამოცანები დგას ჩვენს წინაშე, მაგრამ ამავდროულად ყველა ადამიანი, ვინც ვერ ამჩნევს და ვერ აფასებს იმ პროგრესს და იმ პროგრესის ტემპს, რომელიც ამ მიმართულებით ჩვენ გაგვაჩნია, არის უბრალოდ უტიფარი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო