ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის გაფართოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ბერლინში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ: ლატვიის, შვედეთის, ავსტრიის, მონტენგეროს სლოვენიის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე, მოლდოვას, უნგრეთის და ალბანეთის წარმომადგნლები.

„მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე.

ილია დარჩიაშვილმა მონაწილეებს გააცნო ქართული მხარის მიერ გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა ევროპელი პარტნიორების მხრიდან, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, შესაბამის გადაწყვეტილებაში აისახება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება