შალვა პაპუაშვილი - იმედისმომცემია, ამ გადამწყვეტ მომენტში, რუმინეთისა და სლოვენიის მხრიდან საქართველოსადმი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,X”-ში რუმინეთისა და სლოვენიის პარლამენტების სპიკერებს მადლობას უხდის, ბერლინში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში, მათი ქვეყნების ოფიციალური პირების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ სლოვენია და რუმინეთი დეკემბერში საქართველოსადმი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, მხარს დაუჭერენ.

,,ძალიან იმედისმომცემია, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში, რუმინეთისა და სლოვენიის მხრიდან საქართველოსადმი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ასეთი სერიოზული მხარდაჭერაა. ნამდვილი მეგობრობა ასეთი უნდა იყოს. ბატონო ნიკოლაე ჩუკა და ქალბატონო ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩ, ვაფასებთ თქვენს თანადგომას”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება