ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრა, სადაც ის, მთელი დღის განმავლობაში, ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს.

ენტონი ბლინკენმა გამგზავრებამდე განაცხადა, რომ ვიზიტის დროს ყურადღებას გაამახვილებს იმ ნაბიჯებზე, რომელიც აუცილებელია ღაზაში, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმუმამდე შესამცირებლად.

”ვისაუბრებთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება და უნდა გადაიდგას ღაზაში კაცების, ქალებისა და ბავშვების მიმართ ზიანის შესამცირებლად და ეს არის ის, რის მიმართაც შეერთებული შტატები ერთგულია,” - განაცხადა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი ისრაელის გარდა იორდანიას, იაპონიას, სამხრეთ კორეასა და ინდოეთსაც ეწვევა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა