აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ისრაელისთვის 14.3 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა, სენატში აცხადებენ, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 14.3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს, თუმცა „დემოკრატები“ აცხადებენ, რომ სენატი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 226 ხმით196-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მას მხარი 12-მა „დემოკრატმა“ დაუჭირა, ორი „რესპუბლიკელი“ კი წინააღმდეგი წავიდა. „დემოკრატები“ აპროტესტებენ იმას, რომ კანონპროექტი არ მოიცავს უკრაინის დახმარებას და შიდა შემოსავლების სამსახურის დაფინანსების შემცირებას ითვალისწინებს.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა კანონპროექტს ღრმა ხარვეზიანი წინადადება უწოდა და განაცხადა, რომ სენატი, რომელსაც „დემოკრატები“ აკონტროლებენ, მას მხარს არ დაუჭერს. ამასთან, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ თუკი კანონპროექტი მის მაგიდაზე აღმოჩნდება, ვეტოს დაადებს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა