კამალა ჰარისი - აშშ არ დააწესებს პირობებს მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისრაელს თავის დასაცავად უწევს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებით, შეერთებული შტატები არ შეეცდება რაიმე პირობების დაწესებას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისრაელს თავის დასაცავად უწევს.

”ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე პირობების შექმნას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისრაელს საკუთარი თავის დასაცავად ვუწევთ”, - განაცხადა კამალა ჰარისმა გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის დროს.

მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერას.

„ვაპირებთ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი. მოდით, ვიყოთ მკაფიო და არასოდეს დავივიწყოთ ის, რაც მოხდა 7 ოქტომბერს, როდესაც ასობით, ათასობით, 1400 უდანაშაულო ადამიანი მოკლეს. ახალგაზრდები, რომლებიც უბრალოდ კონცერტს ესწრებოდნენ“, - აღნიშნა ჰარისმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება