რუსებმა ხარკოვზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვსა და მის შემოგარენზე მასიური თავდასხმა განახორციელა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მინიმუმ 10 დრონით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად ავტოფარეხები და ავტომობილები დაიწვა. დაზიანდა რამდენიმე შენობა.

წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. ამასთან, დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ კორპუსს, ავტოგასამართ სადგურს და ადმინისტრაციულ შენობას. ამ დროისთვის, ხანძრის ყველა კერა ლოკალიზებულია.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა