ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ „ევროკავშირის ბიულეტენს“

ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ „ევროკავშირის ბიულეტენს“. თქვენ გაეცნობით ევროკავშირის შესახებ და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თაობაზე ზუსტ და ფაქტობრივ ინფორმაციას.

9, ნოემბერი, 2023

ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს შორის კომპეტენციები/უფლებამოსილებანი გამიჯნულია; განსაზღვრულია ევროკავშირი რა სფეროში შეიმუშავებს/იღებს კანონებს, შესასრულებლად სავალდებულო ბუნების გადაწყვეტილებებს (იხ. მაისის თვის ბიულეტენი, https://www.interpressnews.ge/ka/article/755135-asociacia-evropis-droit-evrokavshiris-biuletens-akveqnebs). ამასთან, დადგენილია ევროკავშირის ძალაუფლების შეფასების სამართლებრივი პრინციპები. ამ პრინციპებიდან პროპორციულობის პრინციპი გამოიყენება ევროკავშირის ქმედებათა გაზომვისა და შეფასებისთვის, როცა ევროკავშირი მოქმედებს ექსკლუზიური კომპეტენციების ფარგლებში

პროპორციულობის პრინციპის ფარგლებში:

  • ევროკავშირის ქმედება უნდა იყოს შესაფერისი დასახული მიზნის მისაღწევად;
  • ევროკავშირის ქმედება უნდა იყოს საჭირო/აუცილებელი დასახული მიზნის მისაღწევად;
  • ევროკავშირმა არ უნდა დააკისროს ინდივიდს/კერძო პირს ისეთი ტვირთი, რომელიც გადაჭარბებულია დასახულ მიზნებთან მიმართებაში (პროპორციულობა ვიწრო გაგებით).

პროპორციულობის პრინციპი ავალდებულებს ევროკავშირს მიმართოს ყველაზე ნაკლებ-ინვაზიურ (ნაკლებად რთულ და მტკივნეულ) ზომებს, როდესაც არის რამდენიმე ალტერნატიული არჩევანი; აგრეთვე, გამოწვეული უარყოფითი მხარეები არ უნდა იყოს არაპროპორციული მიღწეული მიზნებისა.

ევროპის კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ხსოვნის, იდენტობის, ერთობისა და შემოქმედების წყარო, მოიცავს წარსულიდან მემკვიდრეობით მიღებული რესურსების ფართო სპექტრს ყველა ფორმითა და ასპექტით. მატერიალური, არამატერიალური და ციფრული კულტურული მემკვიდრეობა ამდიდრებს ადამიანების ცხოვრებას, თამაშობს უზარმაზარ როლს ევროპის სოციალური კაპიტალის შექმნასა და გაძლიერებაში; ხელს უწყობს ქალაქებისა და სოფლების გამოცოცხლებას და მდგრადი ტურიზმის პოპულარიზაციას, მნიშვნელოვანი რესურსია ეკონომიკური ზრდის, დასაქმებისა და სოციალური ერთიანობისთვის. ევროკავშირში 300 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული კულტურული მემკვიდრეობის სექტორში და 7,8 მილიონი სამუშაო ადგილი არაპირდაპირ კავშირშია კულტურულ მემკვიდრეობასთან.

ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულება (TFEU) აცხადებს, რომ კავშირი ხელს შეუწყობს წევრი სახელმწიფოების კულტურების აყვავებას, პატივს სცემს მათ ეროვნულ და რეგიონულ მრავალფეროვნებას და ამავე დროს წინა პლანზე წამოწევს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში პოლიტიკის შემუშავება, უპირველეს ყოვლისა, წევრი სახელმწიფოების, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ევროკავშირი მოწოდებულია დაიცვას და გააძლიეროს ევროპის კულტურული მემკვიდრეობა, დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში.

კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ევროპული ინსტიტუტების როლი შემოიფარგლება ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივი პროექტების კოორდინაციით და ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით. კულტურული მემკვიდრეობის სფერო სარგებლობს ევროკავშირის მნიშვნელოვანი დაფინანსებით, მათ შორისაა 3,2 მილიარდი ევრო ევროპის რეგიონული განვითარების ფონდიდან 2007-2013 წლებში; 1,2 მილიარდი ევრო სოფლის მემკვიდრეობისთვის; დაახლოებით 100 მილიონი ევრო მემკვიდრეობასთან დაკავშირებული კვლევებისთვის; მაღალი ინვესტიციები 2014-2020 წლებში ევროპის სტრუქტურული და საინვესტიციო ფონდების, Horizon 2020 მეშვეობით და სხვა.

Animal Welfare - ცხოველთა კეთილდღეობა. ევროკავშირმა განავითარა მსოფლიოში ცხოველთა კეთილდღეობის ყველაზე სრულყოფილი პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ცხოველების მდგომარეობას ფერმაში, ტრანსპორტირებისას და დაკვლის დროს.

ეს წესები/პოლიტიკა ასახავს ხუთ თავისუფლებას, რომელსაც შეიცავს ევროსაბჭოს კონვენცია შინაური ცხოველების დაცვის შესახებ:

  • თავისუფლება შიმშილისა და წყურვილისგან;
  • თავისუფლება დისკომფორტისგან;
  • თავისუფლება ტკივილისგან, ტრავმისა და დაავადებისგან;
  • თავისუფლება ნორმალური ქცევის გამოხატვისგან;
  • თავისუფლება შიშისა და უბედურებისგან.

1974 წელს მიღებულ იქნა ევროკავშირის პირველი კანონმდებლობა ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ. ცხოველთა კეთილდღეობის მოთხოვნები განვითარდა მეცნიერულ ცოდნაზე დაყრდნობით და აუმჯობესებს ცხოველთა ცხოვრების ხარისხს მოქალაქეების მოლოდინებისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

დღეს ცხოველთა კეთილდღეობა არის მდგრადობის საფუძველი, რადგან ცხოველთა კეთილდღეობის კარგი დონე დაკავშირებულია ანტიბიოტიკების ნაკლებ გამოყენებასთან, ჯანმრთელი კვების ჯაჭვსა და ცხოველებიდან ადამიანებზე დაავადებების გადაცემის შემცირებასთან.

საქართველოს და ევროკავშირი - განვითარებისა და რეფორმების კვალდაკვალ, 2016, https://cdd.ge/uploads/files/2020-09/1599662942_saqarthvelo-da-evrokavshiri-ganvitharebisa-da-reformebis-kvaldakval-2016-1-compressed-1.pdf

მოგვწერეთ, გვკითხეთ

european.time.geo@gmail.com

ekakardava2014@gmail.com

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის