ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელი „ჰეზბოლას“ მხრიდან საფრთხეს არა სიტყვებით, არამედ მოქმედებით უპასუხებს

ისრაელი „ჰეზბოლას“ მხრიდან ჩრდილოეთ საზღვარზე რაიმე სახის ესკალაციას მოქმედებით უპასუხებს და არა სიტყვებით, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

ისრაელელმა სამხედროებმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს არაერთხელ მიიტანეს იერიში. ისრაელის არმიამ გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის მიმართულებით გაშვების საპასუხოდ ლიბანში „ჰეზბოლას“ რამდენიმე სამიზნეს დაარტყეს.

„ჰეზბოლამ“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელ-ლიბანის საზღვრის გასწვრივ ისრაელის ყაზარმებზე "ძალიან პირდაპირი დარტყმები განახორციელეს.“

ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა დღეს საჯარო განცხადების გაკეთებას გეგმავს. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ამ ფონზე სიტუაციის ესკალაცია, დანიელ ჰაგარიმ უპასუხა, რომ ისრაელი მოქმედებით უპასუხებს და ხაზი გაუსვა, რომ ესკალაციისთვის მზად არიან.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა