აიათოლა ალი ხამენეი - ამერიკის მხარდაჭერის გარეშე, ისრაელი რამდენიმე დღეში გაჩუმდება

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ირწმუნება, რომ ისრაელი „ჰამასთან“ ომში "უმწეო და დაბნეული" ხდება.

ხამენეი სოციალურ ქსელში წერს, რომ ისრაელის მთავრობა საკუთარ ხალხს ატყუებს, როდესაც შეშფოთებას გამოხატავს „ჰამასის“ მიერ ღაზაში დაკავებული მძევლების გამო, და ამავდროულად, ბომბავს ტერიტორიებს, სადაც შესაძლოა ისინი იმყოფებოდნენ.

”ამერიკის მხარდაჭერის გარეშე, ისრაელი რამდენიმე დღეში გაჩუმდება”, - აღნიშნა ხამენეიმ.

შეგახსენებთ, ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ისრაელმა ღაზაში წითელი ხაზები გადაკვეთა, რამაც, შესაძლოა, ყველა აიძულოს შესაბამისი ზომები მიიღონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა