2023 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში 1496 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 121 და დაშავდა 2027 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში, საქართველოში 1496 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 121 და დაშავდა 2027 მოქალაქე.

სტატისტიკის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისია (659 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მეორე ადგილზე კი იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (183 შემთხვევა).

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: აჭარა - 168 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 67, შიდა ქართლი - 97, ქვემო ქართლი -120, კახეთი-85, სამცხე-ჯავახეთი - 31, მცხეთა- 51, გურია - 35.

რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეებს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 497 შემთხვევა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას უკავშირდება მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით, მეორე ადგილზე კი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა/შეჯახებაა ქვეითად მოსიარულეზე - 397 შემთხვევა.

ამასთან, ამავე პერიოდში 203 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა აღრიცხული მოტოციკლეტისტის მონაწილეობით.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება