სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაარსებიდან სამი წელი გავიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა, მათ მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

როგორც სუ-ს მიერ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან.

“აღნიშნული პროგრამა სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა და სრულად პასუხობს უსაფრთხოების სექტორის მოთხოვნებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სტუდენტებთან საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა და მათ სამსახურის სპეციფიკა გააცნო. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში უშუალოდ სამსახურის უფროსისგან მიეღოთ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია უსაფრთხოების სფეროს სხვადასხვა გამოწვევის შესახებ.

გარდა ამისა, მაგისტრანტებმა საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორთან, გიორგი საბედაშვილთან ერთად განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, დაათვალიერეს უსაფრთხოების ისტორიის მუზეუმი.

ღონისძიების დასასრულს, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო და კეთილსინდისიერი შესრულებისთვის სამსახურის სიგელით დაჯილდოვდნენ სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორები.

სასწავლო ცენტრი განაგრძობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისაღები კანდიდატებისა თუ მოქმედი მოსამსახურეების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროგრამებით მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. ამასთან, ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, მათ შორის, სეზონურ სკოლებს, შემეცნებით ტურებს, საჯარო ლექციებსა და კონფერენციებს უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების მიმართ ახალგაზრდების ცნობიერების ასამაღლებლად.

სასწავლო ცენტრში გამართულ ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები, სხავადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელები, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი