„თიბისის“ მხარდაჭერით, ზესტაფონში „საქკაბელის“ მოდერნიზებული საწარმო და ახალი შოურუმი გაიხსნა

სს „საქკაბელმა“, „თიბისის“ მხარდაჭერით, ზესტაფონში საწარმოს რიგით მე-3 გადაიარაღებული სივრცე და ახალი „შოურუმი“ გახსნა.

„თიბისის“ ინფორმაციით, ახალი საწარმოო ხაზი პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციებული ინვესტიციით ამოქმედდა.

კომპანიის ცნობით, მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით აღჭურვილ, მოდერნიზებულ საწარმოში ენერგოეფექტური პროდუქცია იქმნება, რომელზეც დიდი მოთხოვნაა როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

„საქკაბელი“ მომხმარებელს სიახლეებს მუდმივად სთავაზობს. ჩვენი პროდუქციის წარმადობა მზარდია და ტექნოლოგიურად განვითარებადი. ამჯერად აქცენტი განახლებად და მწვანე ენერგიების საკაბელო პროდუქციაზე გვაქვს, რომელიც მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სოლარ კაბელების ევროპული სტანდარტებით წარმოება რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. დღეს ევროპული სერტიფიკატიც ავიღეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი წარმოებული პროდუქცია ყველა სათანადო სტანდარტს აკმაყოფილებს. ამ პროექტის წასახალისებლად სახელმწიფო მხარდაჭერითაც ვისარგებლეთ. ვფიქრობ, სოლარ კაბელების წარმოებით, ჩვენი კომპანიაც შეიტანს თავის წვლილს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებაში. გარდა ამისა, ჩვენი ინტერესია, გავზარდოთ „საქკაბელის“ მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი, რაც ქვეყანაში დამატებით სავალუტო შემოსავლებს ნიშნავს. ამასთანავე, ახალი საწარმოო ხაზის ამოქმედება მნიშვნელოვანია იმერეთის, კერძოდ კი ზესტაფონის მუნიციპალიტეტისა და მისი ეკონომიკის განვითარებისთვის“, - აცხადებს დავით კაპანაძე, „საქკაბელის“ მმართველი დირექტორი.

„თიბისისა“ და „საქკაბელის“ პარტნიორობა 22 წელიწადს ითვლის და მოხარული ვარ, რომ ორ ათწლეულზე მეტია კომპანიის ზრდისა და განვითარების მხარდამჭერები ვართ. „საქკაბელთან“ პარტნიორობით, ჩვენ თიბისისთვის პრიორიტეტულ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას - რეგიონულ განვითარებას, ადგილობრივების დასაქმებას, ეროვნულ წარმოებასა და ქართული პროდუქციის ექსპორტს ვუჭერთ მხარს. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ის ინიციატივა, რაც განახლებადი და მწვანე ენერგიის მოხმარებას უწყობს ხელს და საქართველოში ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ამაღლებს. მოხარული ვარ, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არა მარტო ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი, არამედ ენერგოეფექტური კაბელები და მასთან ერთად, საქართველოს სახელიც გადის“, - აცხადებს „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი თხელიძე.

„თიბისის“ ინფორმაციით, ღონისძიებაზე კომპანიას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა.

„აღნიშნული სტატუსი „საქკაბელს“ ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს.

ღონისძიების ფარგლებში, კონფერენციაც გაიმართა, სადაც „საქკაბელის“ მენეჯმენტმა დამსწრე საზოგადოებას კომპანიის გეგმები და სიახლეები, მათ შორის, სოლარ კაბელების წარმოების შესახებ ინფორმაციაც გაუზიარა.

,,საქკაბელი’’ დღეისთვის აერთიანებს: საწარმოს ზესტაფონში, სადაც როგორც საკაბელო ისე საიზოლაციო მასალები და გოფრირებული მილები იწარმოება; საქართველოს მასშტაბით 8 ოფიციალურ შოურუმს; 30-მდე სადილერო და 300-მდე პარტნიორ მაღაზიას.

კომპანიის სამომავლო გეგმები მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განვითარებისკენაა მიმართული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა