მიხეილ ყაველაშვილი - „გლობალურმა  ომის პარტიამ“ ფსონი დადო სალომე ზურაბიშვილზე და ყველანაირად ეცდებიან, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება სწორედ ზურაბიშვილს მიაწერონ

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ე.წ. გლობალური ომის პარტია ფსონს დებს ქვეყნის პრეზიდენტზე და ყველანაირად ეცდებიან, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სწორედ ზურაბიშვილის დამსახურებად გაასაღონ.

მისივე თქმით, ახლა მუშაობა ქულების დაწერაზე წავა და პროცესები იქით იქნება მიმართული, რომ ალტერნატიულ მთავრობაზე დაიწყოს მუშაობა.

„რატომ უთხრეს სამნიძეს, რომ იქნებ როგორმე გაერთიანდეს ეს რადიკალური ფრთა, შესაძლებელია სტატუსი მოგვცენ და რადიკალური ოპოზიცია იქნება დამარცხებულ მდგომარეობაში. ცხადია, ფსონი დაიდო სალომე ზურაბიშვილზე და ითქვა, რომ „გლობალური ომის პარტია“ გააკეთებს ყველაფერს ისე, რომ როგორმე სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის მიეწეროს სალომე ზურაბიშვილს. ახლა წავა მუშაობა ქულების დაწერაზე და პროცესები წავა იქითკენ, რომ ალტერნატიულ მთავრობაზე დაიწყოს მუშაობა. ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა გამოამჟღავნა ის, რაც მზადდებოდა საქართველოში. რაც მოხდა უკრაინაში, საქართველოც უნდა გამხდარიყო ამ პროცესის ნაწილი და უნდა მომხდარიყო დაპირისპირება რუსეთთან“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინფორმაციას „ხალხის ძალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება