არაბთა გაერთიანებული საამიროები აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელ-ჰამასის ომის შედეგად კონფლიქტის რეგიონული გავრცელების რეალური რისკი არსებობს.
„ვაგრძელებთ რა მუშაობას ამ ომის შესაჩერებლად, ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ფართო კონტექსტი და რეგიონული ტემპერატურის შემცირების აუცილებლობა, რომელიც დუღილის წერტილს უახლოვდება, რეალურია რეგიონული გავრცელების და შემდგომი ესკალაციის რისკი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა ნოურა ალ-ქააბიმ.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ცეცხლის შესაწყვეტად და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დავიცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა და დაუყოვნებლივ დასრულდეს ეს კონფლიქტი“, - აღნიშნა ნოურა ალ-ქააბიმ.