ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანი, ლორანს ბოონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა.
ამის შესახებ ლორანს ბოონი საკუთარ „თვითერის“ გვერდზე წერს.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან, საქართველოს ევროპული გზისა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის გადამწყვეტ მომენტში“,- წერს ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანი.