„მერმისი“ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი გახდა

საქართველოს ბიზნესასოციაციას ფარმაცევტული სადისტრიბუციო კომპანია „მერმისი“ შეუერთდა, რომელიც ბაზარზე 1992 წლიდან ოპერირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

„მერმისს“ 2022 წლიდან მინიჭებული აქვს GDP სტანდარტის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია აკმაყოფილებს ინდუსტრიის უმაღლეს მოთხოვნებს, კომპანიამ 2022 წელს მთავრობის განკარგულების შემდგომ აქტიურად დაიწყო თურქეთის მედიკამენტების ბაზრის ათვისება რამაც თავის მხრივ იქონია გავლენა ონკოლოგიური მედიკამენტების გაიაფებაზე საქართველოში. აღსანიშნავია, რომ „მერმისი“ ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებელს სწრაფი და ხარისხიანი მომსახურებით. კომპანიას მაღალი ხარისხის, ინოვაციური მედიკამენტები შემოაქვს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა სამხრეთ კორეა, გერმანია, ესპანეთი, ლიტვა, ინდოეთი, თურქეთი და არგენტინა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „მერმისი“ ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს ხარისხიან მომსახურებას აწვდის.

„მივესალმებით ფარმაცევტულ კომპანია „მერმისს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. კომპანია უახლესი სტანდარტების დაცვით და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უკვე ათწლეულებია. მოხარულნი ვართ, „მერმისის“ წევრობით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება“,- განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის