რეჯეფ თაიფ ერდოღანი - პალესტინაში უპრეცედენტო ადამიანური ტრაგედია ხდება - ჩვენ მხარს არ ვუჭერთ არანაირ ქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

თურქეთი პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარებისთვის უსაფრთხოების ახალ მექანიზმზე მუშაობს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასტანაში, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი კულტურა ჩაგრულთა პულსზე ხელის დადებას გვირჩევს. პალესტინაში უპრეცედენტო ადამიანური ტრაგედია ხდება, იბომბება საავადმყოფოები და სკოლები“, - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, სიტყვებით შეუძლებელია ღაზაში ჩადენილი სისასტიკის აღწერა.

„არ არსებობს შესატყვისი სიტყვა, რომელიც ამ სისასტიკეს აღწერს. 28 დღეა მიმდინარეობს დანაშაულის ჩადენა კაცობრიობის წინააღმდეგ. თურქეთმა დაიკავა პრინციპული პოზიცია, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ არანაირ ქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ ვმუშაობთ ახალ მექანიზმებზე, რათა უზრუნველვყოთ ყველას უსაფრთხოება. თურქული სამყაროს ერთობლივი ქმედებები ხელს შეუწყობს ჯერ ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგ მშვიდობას“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს