ირაკლი ღარიბაშვილი - ქართული დიპლომატიის დღეს ვულოცავ თითოეულ ქართველ დიპლომატს, ყველას, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე დაუღალავად შრომობს ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის

ქართული დიპლომატიის დღეს ვულოცავ თითოეულ ქართველ დიპლომატს, ყველას, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე დაუღალავად შრომობს ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაურის თქმით, დიპლომატია − დიალოგის, მოლაპარაკებების, თანამშრომლობის, მშვიდობის განმტკიცების ხელოვნებაა და, ამდენად, უმთავრესი ინსტრუმენტია იმ გამოწვევათა პირისპირ, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო და მსოფლიო დგას.

„ამ თარიღს ჩვენ აღვნიშნავთ დიდი საზოგადო მოღვაწის, თანამედროვე ქართული დიპლომატიის ფუძემდებლის − სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება ფასეულობებისადმი, რომელთაც იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა.

დიპლომატია − დიალოგის, მოლაპარაკებების, თანამშრომლობის, მშვიდობის განმტკიცების ხელოვნებაა და, ამდენად, უმთავრესი ინსტრუმენტია იმ გამოწვევათა პირისპირ, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო დგას. ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის უმთავრესი მიზნების - საქართველოს გაერთიანება, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციის მისაღწევად, მშვიდობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად თქვენი − დიპლომატთა როლი − საკვანძოა.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ მაღალი პროფესიონალიზმისათვის, პატრიოტიზმისათვის, თავდადებისათვის, რითაც ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ამ მისწრაფებათა რეალიზებაში. პირადად ჩემი და მთავრობის სახელით კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ!“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ