გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას ემიგრანტებში არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება კი არა, ახტალის ვანებიც აღარ უშველის - ვანები მათ იმაში დაეხმარებათ, რომ არჩევნების პირწმინდად წაგებას შეაგუებს

ოპოზიციას ემიგრანტებში არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება კი არა, ახტალის ვანებიც აღარ უშველის - ვანები მათ იმაში დაეხმარებათ, რომ არჩევნების პირწმინდად წაგებას შეაგუებს, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მოთხოვნას უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილი ოპოზიციას ურჩევს, „მოდუნდნენ და არჩევნების წაგებას შეეგუონ“.

„ელექტრონულ არჩევნებს ხან აგინებენ, ხან ამბობენ, რომ დემოკრატიის შუქურაა, ხან დამანგრეველია დემოკრატიისთვის. მათი რეალური განცდაა, რომ არჩევნები წააგეს და უნდათ, ხან ემიგრანტებს ჩაებღაუჭონ, ხან რადიკალიზმის სხვა სეგმენტი შემოაგდონ. ოპოზიციას არაფერი უშველის გარდა იმისა, რომ ტაქტიკა შეცვალოს და საკანონმდებლო საქმიანობის ნაცვლად, ლანძღვა-გინებით არ იყვნენ დაკავებული.

ელექტრონული არჩევნები როგორიც არ უნდა იყოს - ონლაინ, პირდაპირ თუ როგორიც არის საქართველოში, რომელიც პარტნიორებმა მოიწონეს, მათ ეს არ უშველით.

რაც შეეხება ემიგრანტებს, მათ შესაძლებლობა აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და ამ საკითხზე ემიგრანტებში არანაირი პრეტენზია არ ყოფილა, რომ მონაწილეობა უნდოდათ და ვერ მიიღეს. მონაწილეობას ძალით ვერავის მივაღებინებთ. თუ სურთ მონაწილეობა, გამორიცხულია რაიმე პრობლემა გქონდეს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება