ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ გახსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციაში ქართველი და უცხოელი უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი ინსტიტუტების 100-მდე პროფესორ-მასწავლებელი და მკვლევარი მონაწილეობდა, რომელთაც ეკონომიკასა და ბიზნესში მიმდინარე გამოწვევებზე კვლევითი ნაშრომები წარმოადგინეს და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრეს.

კონფერენციის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, უნივერსიტეტს ეკონომიკის სკოლის დიდი ტრადიცია აქვს, უნივერსიტეტელები მონაწილეობას იღებდნენ ქართული ეკონომიკის შექმნაში და მათი აზრი ძალიან ღირებულია ქვეყნისთვის.

„ეს ღონისძიება არის მაგალითი, თუ როგორ უდგას მეცნიერება სახელმწიფოს გვერდში და როგორ ხდება ერთობლივად ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტა. „ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვართ. ბოლო პერიოდის მოვლენებმა წინ წამოწია უამრავი ახალი პერსპექტივა რესურსების თვალსაზრისით და აუცილებელია ამ რესურსების მაქსიმალურად შესწავლა. ეს არის ინტერდისციპლინური კვლევის საკითხი და მასში ეკონომისტების როლი არის განუზომელი“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

რექტორი ასევე შეეხო მეცნიერების კომერციალიზაციის საკითხს. მისი თქმით, მეცნიერებისა და ბიზნესის თანაარსებობა დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, ამ მიმართულების განვითარების გარეშე გამორიცხულია განვითარებაზე ფიქრი.

უნივერსიტეტის ცნობით, მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის ინფორმაციით, ყოველწლიური კონფერენცია ეხება გლობალიზაციის პრობლემებს, მის გამოწვევებს, სადაც ხდება იმ სიახლეების წარდგენა, რომელიც დაგროვდა ერთი წლის განმავლობაში. დარგის სპეციალისტები უცხოელ კოლეგებთან ერთად მსჯელობენ თუ რა რეკომენდაციები უნდა შესთავაზონ სახელმწიფოს, რომ ქვეყანა იყოს კარგად შეიარაღებული ამ გამოწვევების წინაშე.

„ჩვენს ყოველწლიურ კონფერენციებზე ხდება აკუმულირება იმ გამოცდილების რომელიც არის მსოფლიოში, მსჯელობა თუ რა პროცესები მიმდინარეობს და როგორ ახდენენ ჩვენი ლიდერები რეაგირებას ამ პროცესებზე“,-განაცხადა გიორგი ღაღანიძემ.

პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში. კონფერენციის სამეცნიერო თემატიკის მიხედვით წარმოდგენილი იყო 16 სექცია.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება