კახა კალაძე სააკაშვილის შეწყალებაზე - პრეზიდენტისთვის ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმე იქნება - არის კონკრეტული საქმეები, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს, ასე რომ, საგანგაშო არაფერია

არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს [მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით], თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რას ფიქრობს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების თაობაზე ჟურნალისტების შეკითხვას.

კალაძის განცხადებით, თავად პრეზიდენტისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, ყველა თვალსაზრისით, „მძიმე იქნება“. „არ ვიცი, პრეზიდენტი, რას იზამს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამაზე საუბარი გამიჭირდება. ალბათ, კარგი იქნება, თავად პრეზიდენტს დაუსვათ კითხვა ამასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს. ერთი რამ მინდა ვთქვა - შეიძლება ეს გადაწყვეტილება მიიღოს, რაც მისთვის პირადად, ყველანაირი თვალსაზრისით, ძალიან მძიმე იქნება, თუმცა არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ თქმულა პროკურატურის მხრიდან. ასე რომ, საგანგაშო და ისეთი, არ ვიცი, რა არის. თუმცა კარგი იქნება, პრეზიდენტს დაუსვათ შეკითხვა და მისგან მოვისმინოთ. ისეთ რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რაც ჩვეულებრივ, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილი საინტერესო ნამდვილად, არ არის“.

„ეს ადამიანი სასჯელს იხდის და კონკრეტულ საქმეებში დამნაშავეა“,- აცხადებს კალაძე.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის