სალომე სამადაშვილი - ბრიუსელში მივდივარ გზავნილით, რომ ქართველ ხალხს მიეცეს შანსი და კანდიდატის სტატუსის სახით მიიღოს დაპირება, რომ საქართველოს აქვს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი

ბრიუსელში მივდივარ გზავნილით, რომ ქართველ ხალხს მიეცეს შანსი და კანდიდატის სტატუსის სახით მიიღოს დაპირება, რომ იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც აქვს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო,- ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი მეორე გზავნილი იქნება დახმარების თხოვნა პარტნიორებისთვის, რომ „შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებით შევცვალოთ რუსული რეჟიმი".

ამასთან, სამადაშვილის თქმით, ის ბრიუსელში ქალების ხელმოწერილ ერთობლივ წერილს, სადაც აფიქსირებენ, რომ ქვეყანამ სტატუსი უნდა მიიღოს, პირადად გადასცემს ევროკომისიის პრეზიდენტის წარმომადგენლობას.

„მომავალ კვირას ვგეგმავ ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ამ წერილს პირადად გადავცემ ევროკომისიის პრეზიდენტის წარმომადგენლობას და ევროკავშირის ინსტიტუციების სხვა წარმომადგებლებს.

ჩვენი გზავნილი მარტივია: საქართველოს გყავს რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება, რომელმაც გააკეთა ყველაფერი, რომ ეს ქვეყანა დატოვოს ევროპული მომავლის გარეშე, მაგრამ ყველა ხელისუფლება, მათ შორის, ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული რეჟიმი არის დროებითი და მუდმივია მხოლოდ ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები.

სწორედ ამიტომ, ამ წერილის გარდა, ბრიუსელში მივდივარ ჩემი პარტიისგან ორი მთავარი გზავნილით: ერთი რომ არ შესრულდეს რუსეთის დავალება, რომლის მოთხოვნით ხელისუფლებამ ჩააგდო ყველა რეკომენდაციის შესრულება, მიეცეს შანსი ქართველ ხალხს გააგრძელოს ევროპისკენ მოძრაობა და სტატუსის სახით მიიღოს დაპირება, რომ იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც აქვს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. მეორე გზავნილს რაც შეეხება - ჩვენ დღეს, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება არის ევროპული მეგობრებისგან დახმარება, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებით შევცვალოთ რუსული რეჟიმი, რათა ამით დაპირება, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვაქციოთ რეალურ შანსად საქართველოს ყველა მოქალაქისთვის“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტს უსრულა ფონ დერ ლაიენს ერთიბლივი განცხადებით მიმართავს. განცხადების თანახმად, ფუნდამენტური რეფორმები ქვეყანაში კვლავ განსახორციელებელია, თუმცა, განსაკუთრებით გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების და ქვეყანაში რუსული გავლენების ფონზე, ქვეყანას სტატუსი უნდა მიენიჭოს.

განცხადებას ხელს აწერენ: თეონა აქუბარდია, თინა ბოკუჩავა, ანა ბუჩუკური, თამარ ჩარკვიანი, ნატო ჩხეიძე, ხატია დეკანოიძე, ეკა ხერხეულიძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ანა წითლიძე, ქეთევან თურაზაშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება