პრემიერი - მინდა მწუხარება გამოვხატო, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ ჩართულია სათამაშო ბიზნესში - 2022 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ ჩართულია ამ ბიზნესში.

მისივე თქმით, 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე სათამაშო ბიზნესის მთლიანი ბრუნვა გაიზარდა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია.

„მინდა ერთი მხრივ გაკვირვება გამოვხატო და მეორე მხრივ მწუხარება, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება. მე ეს ნამდვილად არ მიხარია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ ჩართულია სათამაშო ბიზნესში.

ცნობისთვის, 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთლიანი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ ჩართულია ამ ბიზნესში.

იცით, რომ ჩვენ შარშან მნიშვნელოვანი ცვლილებები გავაკეთეთ, როცა ავკრძალეთ რეკლამა და 25 წლამდე შევუზღუდეთ ჩვენს მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ავტომატურად 1 500 000 მოქალაქეს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა შეეზღუდა. ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი მოქალაქეა ჩართული.

შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავუზარდოთ გადასახადები ამ ბიზნესს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის