„საქსტატმა“ ავტომობილების პორტალის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინტერაქტიული პორტალის - ავტომობილების სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის ინფომაციით, პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მიმართა.

მისი განცხადებით, ავტომობილების სტატისტიკის პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს „საქსტატში“ არსებული ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ავტოპარკის, ავტოსაგზაო შემთხვევების, საავტომობილო გზების, საწვავის ფასებისა და მართვის მოწმობების შესახებ.

„პორტალზე, მარტივად აღსაქმელი ფორმით თავმოყრილია სტატისტიკური ინფორმაცია ავტომობილების სტატისტიკის შესახებ. ის მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში, ინტერაქტიული გრაფიკების და ვიზუალიზაციის თანამედროვე ელემენტების მეშვეობით მოახდინოს ქვეყანაში არსებული ავტოპარკის ანალიზი. პორტალი ხუთი მოდულისგან შედგება: ავტომობილები, საწვავი, საავტომობილო გზები, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და მართვის მოწმობები.

პირველი მოდული - ავტომობილები, მოიცავს ინფორმაციას საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ჭრილში. მეორე მოდულში - საწვავი - წარმოდგენილია ინფორმაცია, საწვავის ფასებისა და საწვავით საგარეო ვაჭრობის შესახებ. მესამე მოდულში - საავტომობილო გზები მომხმარებელი მიიღებს ინფორმაციას ქვეყანაში არსებული საავტომობილო გზების სიგრძის შესახებ კატეგორიების მიხედვით. მეოთხე მოდული - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები - შეიცავს ინფორმაციას ავტოსაგზაო შემთხვევებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაშავებულთა შესახებ, ხოლო მეხუთე მოდულში მართვის მოწმობები წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოში გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა სქესისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

„საქსტატის“ მიზანია აწარმოოს და საზოგადოებას შესთავაზოს მაღალი ხარისხის მონაცემები ისეთი ფორმით, რომელიც აადვილებს მის გამოყენებას და გააუმჯობესებს დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს ნებისმიერ დონეზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტომობილების სტატისტიკის პორტალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა