ლაშა ხუციშვილი - ბიუჯეტი მაქსიმალურად იმ ფორმატშია შედგენილი, რომ თითოეულ ადამიანამდე მივიდეს სიკეთე, რა სიკეთესაც საქართველოს ეკონომიკა დამატებით ქმნის

ბიუჯეტი მაქსიმალურად იმ ფორმატშია შედგენილი, რომ თითოეულ ადამიანამდე მივიდეს ის სიკეთე, რა სიკეთესაც საქართველოს ეკონომიკა დამატებით ქმნის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია საქართველოს პარლამენტს განსახილველად დღეს გაეგზავნება.

„27.8 მლრდ ნაცვლად, მეორე წარდგენაზე 2024 წლის ბიუჯეტი 700 მლნ ლარით იზრდება. 2024 წელს დაგეგმილია აეროპორტების ინფრასტრუქტურის განახლება. ქუთაისის აეროპორტში, ასევე თელავის აეროპორტის, ფაქტობრივად, მშენებლობა იგეგმება და ასევე განხორციელდება ვაზიანის აეროპორტის სრული ეკონომიკური კვლევა. ძალიან მნიშვნელოვანია ის თანხები, რომელიც განათლების მიმართულებით გამოიყოფა. იცით, რომ დაანონსებული გვაქვს 1000 სკოლისა და ბაღის რეაბილიტაცია-მშენებლობა. ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში განათლების ხარისხი გაიზარდოს. არანაკლებ მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება ჯანდაცვის მიმართულებით. ბუნებრივია, რეფორმებს სჭირდება შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენი ბიუჯეტი სწორედ იმ გამოწვევებს პასუხობს, რა გამოწვევებიც აქვს დღეს ქვეყანას. ბიუჯეტი მაქსიმალურად იმ ფორმატშია შედგენილი, რათა თითოეულ ადამიანამდე ის სიკეთე მივიდეს, რა სიკეთესაც საქართველოს ეკონომიკა დამატებით ქმნის“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს