კვლავ ვხედავთ, როგორ იყენებს რუსი ოლიგარქი მთელ სახელმწიფო რესურსს საკუთარი პირადი მიზნებისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი ისაა, რომ ადამიანები რუს ოლიგარქს ემსახურებიან.
„კვლავ ვხედავთ, როგორ იყენებს რუსი ოლიგარქი მთელ სახელმწიფო რესურსს საკუთარი პირადი მიზნებისთვის. მას შემდეგ, რაც ვნახეთ, გაჩეხილი ხეები გზაზე და ჩამოყრილი ელექტროკაბელები, უკვე ვხედავთ ზღვაში მოცურავე ხეებს და ახლა უკვე გადმოვიდნენ სანაპირო ზოლის განადგურებაზე. მთავარი არის ის, რომ რუს ოლიგარქს ემსახურებიან ეს ადამიანები, რომელიც საკუთარი პირადი კომფორტისთვის აკეთებს ყველაფერს“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.
აღნიშნულ საკითხს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი კახა ასკურავა გამოეხმაურა.
„მაშინ, როდესაც 7-8 სექტემბერს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ჩოჩხათში, მამათში და ოზურგეთის ბევრ სოფელში ამ წუთამდე, აქედან რამდენიმე კილომეტრში სასტუმროში ცხოვრობს, იძულებულები არიან აქ იყვნენ და რამდენიმე ოჯახი იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო, იგივე სახლებში, იგივე ყოფაში და ამავდროულად გურიაში ეს ხდება. ოლიგარქი ისრულებს მის ხუშტურებს და კენიიდან მოპარულ ბაო-ბაბებს აბინავებს საკუთარ სამფლობელოში“, - განაცხადა კახა ასკურავამ.