პრემიერი - სპორტის მიმართულებით დამატებით 20 მლნ ლარი გამოიყოფა, საიდანაც 5 მლნ ლარი დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელებისა და საექიმო პერსონალის სტიპენდიების ზრდას მოხმარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სპორტის მიმართულებით გამოყოფილ დაფინანსებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სპორტის მიმართულებით დამატებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„სპორტის მიმართულებით დამატებით გამოვყოფთ 20 მილიონ ლარს, აქედან 15 მილიონი ლარი მოხმარდება სპორტულ ფედერაციებს და 5 მლნ ლარი მიემართება დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელების და საექიმო პერსონალის ყოველთვიური სტიპენდიების ზრდისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს