რომან გოცირიძე - ემიგრაცია მოწყვეტილია საარჩევნო პროცესს - კარგი იქნება, თუ დაინერგება სისტემა, რაც გამოიყენა მოლდოვამ

ემიგრაცია მოწყვეტილია საარჩევნო პროცესს - კარგი იქნება, თუ დაინერგება სისტემა, რაც გამოიყენა მოლდოვამ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ინიციატივას, რომ მნიშვნელოვანია ემიგრანტებს არჩევნებში ონლაინ მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ.

გოცირიძის თქმით, მოლდოვაში დანერგილმა სისტემამ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მისცა, რამაც ოპოზიციის გამარჯვება უზრუნველყო.

„ასეთი არჩევნები ჩატარდა მოლდოვაში, რომელმაც შემდეგ უზრუნველყო ოპოზიციის გამარჯვება. ჩვენი მილიონამდე მოქალაქე ფაქტობრივად, კანონგარეშედ არის გამოცხადებული, რადგან მათ არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. თუ არ ვცდები, მხოლოდ 8 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს უცხოეთში არჩევნებში. უამრავი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ აძლევს ხმას: უმეტესობა არალეგალურად არის, საარჩევნო პუნქტები არ არის და ათასობით კილომეტრი უნდა გაიარონ და ა.შ. ფაქტობრივად, ემიგრაცია მოწყვეტილია საარჩევნო პროცესს, ვერ ასრულებენ კონსტიტუციურ მოვალეობას. რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ძალიან კარგი, თუ ქვეყანაში დაინერგებოდა სისტემა და მექანიზმი, რაც გამოიყენა მოლდოვამ,“ - განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება