„თიბისი კონცეპტი“ და „ადრენალინი” ფილმის Abstract პრემიერას წარმოგიდგენთ

„თიბისი კონცეპტი“ და სპორტული აღჭურვილობის მაღაზია „ადრენალინი“, 8 ნოემბერს 19:00 საათზე, ფილმის - Abstract-ის პრემიერასა და საქართველოში პირველად Faction Ski-ს კოლექციის წარდგენაზე გიწვევთ,- ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე მასპინძლობს.

„ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ, სტუმრებს შეხვდებიან გამოცდილი ფრირაიდერი და Heliski Georgia-ს დამფუძნებელი ივა წიკლაური და მთამსვლელი და ოპერატორი ნიკა ლებანიძე.

„თიბისი კონცეპტის” მომხმარებლებს, 15%-იანი ფასდაკლება დახვდებათ Faction Ski-ის ბრენდის კოლექციაზე სპორტულ მაღაზია „ადრენალინში”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ - ჩვენება შედგება ინგლისურ ენაზე.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. დასასწრებად, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ დასწრებას.

ფილმის და ღონისძიების მხარდამჭერები: Gorillas' Production, Red Bull.

მისამართი: „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცეში, კ. მარჯანიშვილის #7“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა