საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს, პროექტის - „სტუ-ჩემი წარმატების ფორმულა“, ფარგლებში „თბილისის არქიტექტურული კვირეულის“ დამფუძნებელი მარიამ ბოჭორიშვილი შეხვდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური სერვისების ცენტრის ინიციატივითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, გრძელდება უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრები კურსდამთავრებულებთან ახალი პროექტის - „სტუ-ჩემი წარმატების ფორმულა“ - ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ინგლისურენოვანი ფაკულტეტის, დიზაინის საერთაშორისო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული, „თბილისის არქიტექტურული კვირეულის“ დამფუძნებელი მარიამ ბოჭორიშვილი, ამავე სკოლის პირველკურსელებს შეხვდა.

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, პროფესორ მალხაზ რაზმაძის განცხადებით, პროექტი „სტუ - ჩემი წარმატების ფორმულა“, სტუდენტური სერვისების ცენტრის ინიციატივით განხორციელებული ერთ-ერთი საინტერესო პროექტია. მალხაზ რაზმაძემ პროექტის მხარდაჭერისთვის რექტორს მადლობა გადაუხადა, მარიამ ბოჭორიშვილს კი წარმატება უსურვა.

„მადლობა სტუდენტური სერვისების ცენტრს მეტად საინტერესო პროექტის განხორციელებისათვის. ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა და აუცილებელი, იმდენად, რამდენადაც მომავალი დიზაინერები უნდა იცნობდნენ უფროს კოლეგებს, მათ, ვინც დაასრულეს ჩვენი ფაკულტეტი და აქ მიღებული ცოდნა კარიერული წინსვლისთვის გამოიყენეს. მარიამის სტუმრობა ორმაგ დატვირთვას ატარებს. ჩვენი ფაკულტეტი არსებობს 10 წელს ითვლის, მარიამი კი არის პირველი კურსდამთავრებული. პირველი სტუდენტი, რომელმაც ისარგებლა Erasmus+ პროგრამით, იტალიაში დაასრულა მაგისტრატურა, გახდა ახალგაზრდა ელჩი. მარიამის წარმატების ფორმულა საინტერესოა სტუდენტებისთვის, რაც მათ აქტიურობაში გამოიხატა“, - აცხადებს მალხაზ რაზმაძე.

მარიამ ბოჭორიშვილის თქმით, პროექტი „სტუ - ჩემი წარმატების ფორმულა“, სტუდენტებისთვის სტიმულისა და მოტივაციის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა.

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის. ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის პერიოდში გავემგზავრე მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. სწორედ ეს იყო პირველი წარმატება, რომელმაც მომცა შესაძლებლობა მაგისტრატურის კურსი მილანში გამევლო. ამ პერიოდში გავხედი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში. მაგისტრატურის ეტაპის შემდეგ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისკიტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტურაზე ჩავაბარე. აქტიურად ვარ ჩართული კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტში. ამ ეტაპზე ვახორციელებ პროექტს - „თბილისის არქიტექტურული კვირეული“, რომლის მთავარი პარტნიორი ჩვენი უნივერსიტეტია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტუდენტებთან შეხვედრა ძალიან საინტერესო ფორმატში გაიმართა. სასიხარულოა, ქართველი სტუდენტების გარდა, შეხვედრას უცხოელებიც ესწრებოდნენ. ამ პროექტისათვის მადლობა უნივერსიტეტის რექტორს“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.

შეხვედრის დასასრულს, სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან ფიფიამ მადლობა გადაუხადა რექტორს, დავით გურგენიძეს მხარდაჭერისათვის და მარიამ ბოჭორიშვილს სტუმრობისთვის.

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტი - „სტუ - ჩემი წარმატების ფორმულა“, რომლის არსი ცალკეული ფაკულტეტების წარმატებული კურსდამთავრებულების სტუდენტებთან შეხვედრაში მდგომარეობს, თოთხმეტივე ფაკულტეტზე განხორციელდება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება