„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ანდრონიკაშვილის, მურადინ ფრიდონის, ხატაეთის და მიმდებარე ქუჩებზე.
მათივე ცნობით, 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, მირიანის, ერეკლე მეორის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.